მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის შენობები ბელგიაში დაღუპულთა ხსოვნის პატივისცემის ნიშნად, საგანგებოდ განათდა (ფოტო, ვიდეო)

ბელგიაში მომხდარი ტერაქტების შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივისცემის ნიშნად, საფრანგეთის მთავრობამ ეიფელის კოშკი საგანგებოდ გაანათა. საფრანგეთის პრეზიდენტის ფრანსუა ონლანდისა და პრემიერ მინისტრის მანუელ ვალსის გადაწყვეტილებით, საფრანგეთში დროშები დაუშვეს.
“მე გადავწყვიტე, პრემიერ-მინისტრ მანუელ ვალსთან ერთად, რომ საფრანგეთში დროშები დაეშვას, ანძა კი ნახევრად განათდეს ჩვენს ქვეყანაში”, _ განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ონლანდმა. საფრანგეთის მსგავსად, ბელგიის მოსახლეობას სოლიდარობა იტალიისა და გერმანიის სახელმწიფოებმაც გამოუცხადეს.
ასევე, ბელგიის დროშის ფერებში განათდა დუბაიში “ბურჯ ხალიფას” კოშკი, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ცათამბჯენია.

https://www.youtube.com/watch?v=hGVh16peoD4

https://www.youtube.com/watch?v=qrbz96y9LjQ

12516011_1105904112765414_177650155_n 1 3 4 5 6 12674141_1105904469432045_263916778_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები