ტერაქტების სერიის გამო ბელგიაში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა

ბელგიის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ჟან ჟამბომ, ბრიუსელში განხორციელებული ტერაქტების სერიის გამო, ქვეყანაში სამდღიანი გლოვის გამოცხადების შესახებ განცხადება გააკეთა,- ამის შესახებ ინფორმაციას ბელგიური მედია ავრცელებს.
მედიის ინფორმაციითვე, ბომბი, რომელიც დღეს აეროპორტში აფეთქდა, ჩემოდანში იყო ჩამონტაჟებული.
შეგახსენებთ, რომ აეროპორტში დღეს 2 აფეთქება მოხდა. გადაიდო ყველა რეისი. გავრცელდა ინფორმაცია იმაზეც, რომ აფეთქების წინ გასროლა და არაბულ ენაზე შეძახილებიც გაისმა. აეროპორტში აფეთქებას გარკვეული დროის შემდეგ მეტროს ორ სხვადასხვა სადგურში, „მაალბეკსა“ და „შუმანში“ აფეთქებაც მოჰყვა. ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ამ დროისთვის უკვე 34 -მდე გაიზარდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები