მედია ბრიუსელის აეროპორტში მომხდარ აფეთქებებში ეჭვმიტანილი პირების ფოტოს აქვეყნებს (ფოტო)

ბელგიური გაზეთი Derniere Heure ფოტოს აქვეყნებს, რომელზეც, სავარაუდოდ, ბრიუსელის აეროპორტში მომხდარი ტერაქტის შემსრულებლები არიან აღბეჭდილები. ფოტო ბელგიის დედაქალაქის აეროპორტის სათვალთვალო კამერის ჩანაწერიდან არის ამოღებული. ფოტოზე აღბეჭდილია ორი მამაკაცი, რომლებიც ურიკებით მიაგორებენ ბარგს. გაზეთის რედაქცია ინფორმაციის წყაროს არ ასახელებს.
შეგახსენებთ, რომ დღეს დილით ბელგიის დედაქალაქში ტერაქტების სერია განხორციელდა. აეროპორტში მომხდარი აფეთქებების შემდეგ ქალაქის მეტროსადგურებში რამდენიმე აფეთქების ხმა გაისმა. ოფიციალური ინფორმაციით, ამ ეტაპზე, აეროპორტში მომხდარი აფეთქებების შედეგად დაღუპულია 11 ადამიანი. ორი საათის შემდეგ, აფეთქებები მოხდა ბრიუსელის ცენტრალურ მეტროსადგურებში, რასაც, ოფიციალური ინფორმაციით, 20 ადამიანი ემსხვერპლა. აფეთქების დროს აეროპორტში საქართველოს 2 მოქალაქე იმყოფებოდა – ამის შესახებ ინფორმაცია ბელგიის სამეფოში საქართველოს კონსულმა, რუსუდან დიდებულაძემ გაავრცელა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები