ბარაკ ობამა: ეს კიდევ ერთი შეხსენებაა იმისა, რომ მსოფლიო ერთიანი უნდა იყოს

ეს კიდევ ერთი შეხსენებაა იმისა, რომ მსოფლიო ერთიანი უნდა იყოს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის, ბარაკ ობამას მიერ ბრიუსელში მომხდარი აფეთქებების თაობაზე გაკეთებულ განცხადებაშია ნათქვამი.
ობამამ ბელგიელებს ამერიკელი ხალხის სახელით თანადგომა გამოუცხადა.
“ამერიკელი ხალხის ფიქრები ბელგიელ ხალხთან არის. ჩვენ თანადგომას ვუცხადებთ მათ და ვგმობთ ამ აგრესიულ თავდასხმებს უდანაშაულო ხალხის წინააღმდეგ. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რაც აუცილებელია ჩვენი მეგობარი და მოკავშირე ბელგიის დასახმარებლად. ეს კიდევ ერთი შეხსენებაა იმისა, რომ მსოფლიო ერთიანი უნდა იყოს. ჩვენ ერთად უნდა ვიდგეთ, მიუხედავად ჩვენი ეროვნებისა, რასისა და რწმენისა, ტერორიზმის წინააღმდეგ საბრძოლველად. ჩვენ შეგვიძლია და დავიცავთ მსოფლიოს გარშემო ხალხების უსაფრთხოებას”, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ბრიუსელში ტერაქტების სერიას, ბოლო მონაცემებით, 34 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულთა რაოდენობამ კი 160-ს გადააჭარბა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები