ეუთოს გენმდივანი: ვაღიაროთ, რომ ის, რასაც აქამდე ტერორიზმთან საბრძოლველად ვაკეთებდით, არასაკმარისია

ეუთოს გენერალური მდივანი ლამბერტო ზანიერი ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლისთვის მიღებულ ზომებს არასაკმარისად მიიჩნევს, ზანიერიმ ამის შესახებ ბრიუსელში მომხდარი ტერაქტების კომენტირებისას განაცხადა. მისი თქმით, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა ყველა ფრონტზე უნდა გაძლიერდეს.
„ჩვენ უკვე აღარ შეგვიძლია, რომ უბრალოდ ვიწუწუნოთ და ვიტიროთ. უნდა ვაღიაროთ, რომ ის, რასაც აქამდე ტერორიზმთან ბრძოლისთვის ვაკეთებდით, არასაკმარისია და ადრე თუ გვიან ეს ვითარება კიდევ უფრო გართულდება“,- აღნიშნულია ზანიერის განცხადებაში, რომელიც მის ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნდა.
შეგახსენებთ, რომ აეროპორტში დღეს 2 აფეთქება მოხდა. გადაიდო ყველა რეისი. გავრცელდა ინფორმაცია იმაზეც, რომ აფეთქების წინ გასროლა და არაბულ ენაზე შეძახილებიც გაისმა. აეროპორტში აფეთქებას გარკვეული დროის შემდეგ მეტროს ორ სხვადასხვა სადგურში, „მაალბეკსა“ და „შუმანში“ აფეთქებაც მოჰყვა. ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ამ დროისთვის უკვე 34 -მდე გაიზარდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები