თურქეთის პრეზიდენტმა ბელგიელ ხალხს მიუსამძიმრა

ბრიუსელში მომხდარ ტერაქტების სერიას  მსოფლიოს კიდევ ერთი ლიდერი გამოეხმაურა. თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ბელგიელ ხალხს და გარდაცვლილთა ოჯახებს მიუსამძიმრა, ადგილობრივ ხელისუფლებას კი ტერორიზმთან ბრძოლაში დახმარება აღუთქვა.
შეგახსენებთ, რომ აეროპორტში დღეს 2 აფეთქება მოხდა. გადაიდო ყველა რეისი. გავრცელდა ინფორმაცია იმაზეც, რომ აფეთქების წინ გასროლა და არაბულ ენაზე შეძახილებიც გაისმა. აეროპორტში აფეთქებას გარკვეული დროის შემდეგ მეტროს ორ სხვადასხვა სადგურში, „მაალბეკსა“ და „შუმანში“ აფეთქებაც მოჰყვა. ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ამ დროისთვის უკვე 34 -მდე გაიზარდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები