ბრიუსელის აეროპორტში ტერორისტის ქამარი ნახეს

ბრიუსელის საერთაშორისო აეროპორტში განხორციელებული ჩხრეკის შედეგად სამართალდამცავებმა ტერორისტის ქამარი აღმოაჩინეს, რომელიც არ აფეთქებულა. ამის შესახებ “როიტერი“ ტელეკომპანია VTM -ზე დაყრდნობით წერს. ასევე ცნობილი ხდება, რომ აეროპორტში, ერთ-ერთი თავდამსხმელის ცხედართან ახლოს, „კალაშნიკოვის“ ტიპის იარაღია აღმოჩენილია.
ბრიუსელში დღეს მომხდარი ტერორისტული აქტების შედეგად, დაღუპულთა რიცხვი ამ დროისთვის უკვე 34 -მდე გაიზარდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები