ბრიუსელის აეროპორტში აფეთქების დროს საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე იმყოფებოდა

ბრიუსელის აეროპორტში აფეთქების დროს საქართველოს 2 მოქალაქე იმყოფებოდა, – ამის შესახებ საქართველოს კონსული ბელგიის სამეფოში ქეთევან დიდებულიძე აცხადებს.
მისივე თქმით, ბრიუსელში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა საგანგებო რეჟიმში მუშაობს.
„საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე აღმოჩნდა ბრიუსელის აეროპორტში. აეროპორტის მისასვლელი გადაკეტილია და კომუნიკაცია შეზღუდულია. სამწუხაროდ, ინფორმაციის მოპოვება ძალიან გართულებულია, ვინაიდან, სამწუხაროდ, ბრიუსელში სატელეფონო ქსელი გათიშულია. ვერ ვახერხებთ კომუნიკაციას, რადგან ქალაქი პრაქტიკულად პარალიზებულია“, – აცხადებს ქეთევან დიდებულიძე.
შეგახსენებთ, რომ ტერაქტების სერიის შემდეგ, ბრიუსელის აეროპორტში საქართველოს 1 მოქალაქის შესახებ ინფორმაცია, თავდაპირველად, საქართველოს კონსულმა ბელგიის სამეფოში ქეთევან დიდებულიძემ გაავრცელა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები