სამედიცინო ასოციაციების გაერთიანებამ პოლიპრაგმაზიის კვლევის შედეგები განიხილა
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების სხდომაზე საქართველოს თერაპევტთა ასოციაციის მიერ, მედიკამენტების კუთხით არსებული პოლიპრაგმაზიის შემთხვევების კვლევის შედეგები განიხილეს.
კვლევის პირველი შედეგების შემდეგ სამედიცინო ასოციაციების გაერთიანებამ ექიმებისათვის რამდენიმე რეკომენდაცია მიიღო:
-ექიმებმა პაციენტისთვის სამკურნალო საშუალებების გამოწერისას, მაქსიმალურად იხელმძღვანელონ მოქმედი კლინიკური მართვის პროტოკოლებით და სამედიცინო დოკუმენტაციაში, კერძოდ, ფორმა N IV- 100-ში მხოლოდ სამკურნალწამლო საშუალებები შეიტანონ და არა ბიოლოგიურად აქტიური დანამატები;
არაორიგინალი პრეპარატების მიღებისას რეკომენდაცია მიეცეს ექიმს, პრეპარატების გამოწერისას ყურადღება მიაქციონ მის ფასს, ვინაიდან მთელ რიგ შემთხვევაში, ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე, ჯენერიული ანალოგი პრეპარატის ფასი ბევრად აღემატება ორიგინალის ფასს.
– მიეცეს რეკომენდაცია საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, გადახედონ ფარმაცევტული პროდუქტის ე.წ. ნებაყოფლობითი რეგისტრაციის რეჟიმს, რათა გარკვევით გაიმიჯნოს ერთმანეთისგან ბიოლოგიურად აქტიური დანამატი და სხვა სამკურნალო საშუალებები.
– დაინერგოს უწყვეტი სამედიცინო განათლების სისტემა და მასში განსაკუთრებით კლინიკური ფარმაკოლოგიის როლი გაძლიერდეს.