ავღანეთში „ბრავო” ასეულის სამხედროებმა მოტორიზებული საპატრულო ოპერაცია ჩაატარეს

ავღანეთის ჩრდილოეთ ნაწილში, ბალხის პროვინციაში საქართველოს შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონის „ბრავო” ასეულის სამხედროებმა მოტორიზებული საპატრულო ოპერაცია ჩაატარეს.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამეთაურო რეკოგნოსცირების მიზნით განხორციელებული პატრულირება ქართული სწრაფი რეაგირების ძალების სამოქმედო რაიონის სამხრეთ და აღმოსავლეთ უკიდურეს ზღუდეებს მოიცავდა.
ქართველი ჯარისკაცების გარდა, საპატრულო ოპერაციაში „მტკიცე მხარდაჭერის” მისიაში მონაწილე გერმანული კონტინგენტიც მონაწილეობდა.
საპატრულო ჯგუფს ავღანეთში საქართველოს უფროსი სამხედრო წარმომადგენელი, პოლკოვნიკი ალექსანდრე კიკნაძე ახლდა. მან ოპერაციის რაიონში მოქმედი სათვალთვალო საგუშაგოები და ავღანეთის ეროვნული არმიის საკონტროლო – გამშვები პუნქტები დაათვალიერა. ცნობისთვის, საქართველოს შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონის „ბრავო” ასეული „მტკიცე მხარდაჭერის” მისიაში 2016 წლის იანვარში ჩაერთო. ის ბაზა „მარმალზეა“ დისლოცირებული და, ბაზის უსაფრთხოების დაცვის გარდა, სხვა მნიშვნელოვან ამოცანებსაც ასრულებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები