ომარ ნიშნიანიძე “იდენტობის” აქციაზე – ქუთაისში თუ ასეთ აქციას მოვესწრებოდი, ნამდვილად არ დამესიზმრებოდა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ომარ ნიშნიანიძე ქალაქ ქუთაისში დაგეგმილ “იდენტობის” აქციას ეხმაურება და აცხადებს, რომ არ ეგონა თუ როდესმე ასეთ აქციას მოესწრებოდა.
ნიშნიანიძე ,,იდენტობის” აქციას, რომელიც დღეს ქუთაისში პარლამენტის შენობასთან უნდა გაიმართოს, მიუღებლად მიიჩნევს.
,,ჩემთვის მსგავსი აქცია მიუღებელია. ქუთაისში თუ ასეთ აქციას მოვესწრებოდი, ნამდვილად არ დამესიზმრებოდა. მე უარყოფითად ვუყურებ ამ ყველაფერს. შეკრების თავისუფლება არის, ჩვენ ანტიდისკრიმინაციული კანონიც მივიღეთ. არაფერს არ ვუშავებთ მათ და ვიცავთ მათ უფლებებს, მაგრამ დემონსტრაციას, დროშების ქნევას და რაღაც-რაღაცების გამოფენას, ჩემს ქალაქში ნამდვილად არ მივესალმები”, – განაცხადა ომარ ნიშნიანიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები