“კეთილი უნდა ვინებოთ და რუსეთთან მაქსიმალურად დაბალანსებული ურთიერთობა უნდა გვქონდეს”

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პაატა ზაქარეიშვილის განცხადებით, რუსეთი საქართველოს მეზობელი ქვეყანაა. ამიტომაც კეთილი უნდა ვინებოთ და მაქსიმალურად დაბალანსებული ურთიერთობა უნდა გვქონდეს მასთან. აღნიშნული განცხადებით, ზაქარეიშვილი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც მან თქვა, რომ მთავარი საფრთხე საქართველოში საპარლამენტო არჩევნების მოახლოება და აშკარად მზარდი ანტირუსული რიტორიკაა.
“არსებობს შეშფოთებები რუსეთში, რომ პრორუსული ძალები ვერ იკიდებენ ფეხს საქართველოში, ამიტომ ეს განცხადება შეტყობინებას აძლიერებს იმ ხალხისთვის, ვისგანაც მეტს ელოდებიან, ვინც პრორუსულ პოლიტიკას ახორციელებს. მე ვფიქრობ, ეს ყველაფერი აბსოლუტურად ფუჭად და უსაფუძვლოდ კეთდება, მაგრამ ამის ჩხირკედელაობას ადგილი აქვს. ეს არის შეშფოთების გამოხატვა, რადგან არჩევნები უნდა იყოს დემოკრატიულობის გამოხატვის, წარმატების და მდგრადობის ნიშანი და როცა ვინმეს ჰგონია, რომ არჩევნები არის დაძაბულობის ნიშანი, ცოტა არ იყოს ღიმილის მომგვრელია”, – განაცხადა ზაქარეიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები