ავსტრალიაში ძლიერი წყალდიდობაა(ფოტო)

ავსტრალიის სამხრეთ-აღმოსავლეთით ძლიერმა წვიმამ წყალდიდობა გამოიწვია და რამდენიმე ქალაქი გარე სამყაროს მოწყვიტა.

ხელისუფლების თქმით, მომატებულია მდინარეების წყლის დონე და სასწრაფო ევაკუაციის ბრძანება გაიცა, რადგან ზოგიერთ ტერიტორიაზე, ბოლო 24 საათის განმავლობაში, ოთხი თვის ნალექი მოვიდა.

ავსტრალიის ყველაზე მჭიდროდ დასახლებული შტატის, ახალი სამხრეთ უელსის ჰანტერისა და შუა ჩრდილოეთ სანაპიროს რეგიონების ქალაქები ყველაზე მეტად დაზარალდა.

ავსტრალიის მეტეოროლოგიური სამსახურის ცნობით, ზოგიერთ რეგიონში შესაძლოა მომდევნო 24 საათის განმავლობაში 300 მმ ნალექი მოვიდეს, რაც მაისის საშუალო ჯამურ რაოდენობაზე სამჯერ მეტია.

ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ენტონი ალბანეზმა სტიქიით დაზარალებულებს მხარდაჭერა გამოუცხადა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები