ლევან ბერძენიშვილი: ოკუპაციის კანონი გაუქმდება, როდესაც აღარ იქნება ოკუპაცია

ოკუპაციის კანონი გაუქმდება, როდესაც აღარ იქნება ოკუპაცია,- ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან ბერძენიშვილმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინის განცხადების კომენტირებისას განაცხადა.
“ოკუპაციის კანონი გაუქმდება, როდესაც აღარ იქნება ოკუპაცია. კარასინის განცხადებებზე შეიძლება ბევრი ვისაუბროთ, თვით საქართველოს არსებობაც შეიძლება ბევრს არ მოსწონდეს, მაგრამ ჩვენ გვაქვს ჩვენი გზა, ჩვენი არჩევანი,”- აცხადებს ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან ბერძენიშვილი.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის აზრით, კარგი იქნება, თუ საქართველო “ოკუპაციის შესახებ კანონს” საერთოდ გააუქმებს. ამის შესახებ კარასინმა ქართველ ჟურნალისტებს პრაღაში საქართველოს პრემიერის სპეციალურ წარმომადგენელთან რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში, ზურაბ აბაშიძესთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები