გიგლა აგულაშვილი საფრანგეთის ელჩს შეხვდა

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი საფრანგეთის ელჩს, პასკალ მენიეს შეხვდა. შეხვედრაზე პარიზის შეთანხმება განიხილეს, რომელიც 2015 წლის დეკემბერში გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მხარეთა კონფერენციის 21-ე სესიაზე იქნა მიღებული.
მხარეებმა, 8-10 ივნისს ქალაქ ბათუმში დაგეგმილი მინისტერიალის „გარემო ევროპისთვის“ (EFE), შესახებ იმსჯელეს, რომელიც პოლიტიკურ ჭრილში პარტნიორობის უნიკალურ ფორმატს წარმოადგენს, როგორც ECE რეგიონის წევრი ქვეყნებისთვის, ასევე სამთავრობათაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრებისთვის, ბიზნესსექტორისა და სხვა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისათვის. საქართველო და საფრანგეთი ენერგოეფექტურობისა და ეკოტურიზმის მიმართულებით მომავალში აქტიურად ითანამშრომლებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები