ზვიად კვაჭანტირაძე – კარასინმა უფლებამოსილებას გადაამეტა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ზვიად კვაჭანტირაძის განცხადებით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის განცხადება ცინიკურია. უფრო მეტიც, კვაჭანტირაძის აზრით, კარასინმა ამ განცხადებით მის უფლებამოსილებას გადაამეტა.
“აბაშიძე -კარასინის ბოლო შეხვედრისგან ჩვენ გაცილებით მეტ ინფორმაციას მოვითხოვთ. ბატონ ზურაბს მოვიწვევთ და აუცილებლად ვკითხავთ მას ყველა დეტალს. ბევრი შეფასება გაკეთდა კარასინის გამონათქვამებთან დაკავშირებით. მიხარია, რომ მთელი პოლიტიკური სპექტრი ერთსულოვანი იყო განცხადებებში. ერთმნიშვნელოვნად ამ განცხადებას ცინიკურის მეტს ვერაფერს ვუწოდებ. მე ვფიქრობ, რომ ბატონი კარასინი ამ განცხადებაში გასცდა თავისი უფლებამოსილების ფარგლებს, ვიდრე ამას წარმოვიდგენდით. ვგულისხმობ წარმომადგენელს იმ კონკრეტულ ფორმატში, მოლაპარაკებებზე და არა როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილეს. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, თუ ასეთი ტონალობა კიდევ გაჟღერდება, ბატონი კარასინის მხრიდან დავაყენოთ საკითხი ამ ფორმატის ხარისხობრივი ცვლილების შესახებ”, – განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები