ზვიად კვაჭანტირაძე – თუ კარასინი კვლავ აპირებს ასეთი ტონით ლაპარაკს, ამ ფორმატში ის არ გამოგვადგება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ზვიად კვაჭანტირაძის განცხადებით, თუ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი მომავალშიც განაგრძობს ასეთი ტონით საუბარს, მაშინ ამგვარ ფორმატში ის აღარ იქნება, რადგან ფორმატი სრულიად სხვა მიზნებისთვის იყო შექმნილი.
“ვფიქრობ, კარასინის პირით ჩვენ გარკვეული მესიჯიც მივიღეთ და, მოდით, ვაღიაროთ, რომ ის მარტო საკუთარ აზრს ალბათ არ ახმოვანდებდა, როდესაც ასე თითის დაქნევით გველაპარაკა. ვფიქრობ, ერთი მხრივ, ეს სასარგებლოა იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენ ზუსტად ვიცით, რასთან გვაქვს საქმე. თუ კარასინი კვლავ აპირებს ასეთი ტონით ლაპარაკს, ამ ფორმატში კარასინი არ გამოგვადგება, რადგან ეს ფორმატი მომართულია სულ სხვა მიზნებისთვის”, – განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები