“თუ 16 აპრილამდე ვერ მოხერხდება ხელშეკრულების გაფორმება, ვიტოვებთ სტუდენტური გაფიცვის ორგანიზების უფლებას”

115 -ე აუდიტორიაში მუშაობას დროებით ვწყვეტთ სასწავლო პროცესის აღდგენის მიზნით – ამის შესახებ თსუ-ის პირველის კორპუსის წინ მიმდინარ აქციაზე “აუდიტორია N115”-ის წევრმა ლევან ლორთქიფანიძემ განაცხადა.
მისი თქმით,თუ 16 აპრილამდე ვერ მოხერხდება ხელშეკრულების გაფორმება ისინი სტუდენტურ გაფიცვას დაიწყებენ.
“115 -ე აუდიტორიაში მუშაობას დროებით ვწყვეტთ, სასწავლო პროცესის აღდგენის მიზნით. ამასთანავე მოვუწოდებთ კონტრდემონსტრაციის მონაწილეებს პატივი სცენ საგანმანათლებლო პროცესს. 19 მარტს 18:00 საათზე ვბრუნდებით აუდიტორია ნომერ 115-ში მსჯელობის გასაგრძელებლად. თუ 16 აპრილამდე ვერ მოხერხდება ნახსენები ხელშეკრულების გაფორმება, სამინისტროს წარმომადგენლებთან და უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან ვიტოვებთ საერთო სტუდენტური გაფიცვის ორგანიზების უფლებას”,- განაცხადა ლორთქიფანიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები