მცხეთა-მთიანეთისა და შიდა ქართლის გუბერნატორები გადადგნენ

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მცხეთა-მთიანეთისა და შიდა ქართლის გუბერნატორები გადადგნენ. მათივე ცნობით, მცხეთა-მთიანეთში სახელმწიფო რწმუნებულის თანამდებობას გოჩა ზეიკიძე დაიკავებს, ხოლო – შიდა ქართლში გუბერნატორის მოვალეობას ზურაბ რუსიშვილის მოადგილე შეასრულებს.
“საკადრო ცვლილებება ამ ეტაპზე, საქართველოს ორ რეგიონში ხორციელდება. თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადებით მთავრობას მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორმა ნუგზარ ყიფიანმა და შიდა ქართლის გუბერნატორმა ზურაბ რუსიშვილმა მიმართეს. მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ორივე განცხადება დაკმაყოფილდა.
პრემიერ-მინისტრი გაწეული სამსახურისთვის ნუგზარ ყიფიანს და ზურაბ რუსიშვილს მადლობას უხდის”, – აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები