სანაპიროზე ავარიის შედეგად ერთი პირი გარდაიცვალა, 2 კი დაშავდა

მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, ლუდსახარშ “ყაზბეგთან” ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი პირი გარდაიცვალა, ორი კი დაშავდა. თვითმხილველების ინფორმაციით, ავტომობილი თავდაპირველად ხეს შეეჯახა, შემდეგ კი მტკვრის მოაჯირს. როგორც „კვირას“ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრში განუცხადეს, დაშავებულებიდან ერთ-ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო, ის ინგოროყვას სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა საავადმყოფოს პრესსამსახურის ინფორმაციით, იგი კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალა. ორი ახლაგზრდა მამაკაცი კი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ სხვა საავადმყოფოში მოათავსა.
მომხდარ ფაქტთნ დაკავშირებით „კვირა“ შს სამინისტროს დაუკავშირდა. გამოძიება 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღევას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები