დავით უსუფაშვილი: გალის შეხვედრების აღდგენის პერსპექტივა არის, თუმცა გარანტირებული არაა

პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის მოსაზრებით, გალის ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შეხვედრების აღდგენის პერსპექტივა არის, თუმცა გარანტირებული არაა.
როგორც ჟურნალისტებს უსუფაშვილმა განუცხადა, სულ უფრო ცხადი ხდება, რომ აფხაზეთში რუსული გავლენა მზარდია.
“არის გადაწყვეტილებები, რაც არანაირად არ არის დე ფაქტო ხელისუფლების თუ იქ მცხოვრები მოსახლეობის ინტერესებში, მაგრამ აფხაზეთი სწორედ რომ იძულებულია, ვითარებიდან გამომდინარე, პრაქტიკულად სრულად დაემორჩილოს რუსეთის მიდგომებს ყველაფერში. ასე რომ, მე ძალიან ოპტიმისტურად არ ვარ, მაგრამ არც გამოვრცხავ, რადგან, საბოლოო ჯამში, საკუთარი ინტერესები ყველგან და ყოველთვის აჭარბებს ხოლმე სხვის ინტერესებს”, – განუცხადა ჟურნალისტებს უსუფაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები