“მრეწველებსა” და “რესპუბლიკელებს” შორის დაპირისპირება თანამშრომლობის გზით გადაწყდება”

ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს განცხადებით, “მრეწველებსა” და “რესპუბლიკურ პარტიას” შორის დაპირისპირება მოლაპარაკების და თანამშრომლობის გზით გადაწყდება.
“მე არ ვარ პოლიტსაბჭოს წევრი, შესაბამისად, არ ვიცი, რა იქნება დღის წესრიგში. მე მხოლოდ მაშინ ვმონაწილეობ, როცა პროფილურ საკითხებს ეხება საქმე. პოლიტსაბჭო იკრიბება პერიოდულობით. რაც შეეხება შეკითხვის მეორე ნაწილს, დაპირისპირებას “რესპუბლიკელებსა” და “მრეწველებს” შორის, მე ვფიქრობ, რომ პრემიერ-მინისტრმა ამაზე მკაფიო განმარტება გააკეთა. ეს ყველაფერი მოლაპარაკებების და თანამშრომლობის გზით გადაწყდება”, – განაცხადა სერგეენკომ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები