კახა კალაძე: არანაირ ორპარტიულ შეთანხმებაზე არ ყოფილა საუბარი

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის, ვიცე-პრემიერ კახა კალაძის განცხადებით, პრემიერსა და “რესპუბლიკური პარტიის” ლიდერებს შორის რამდენიმე დღის წინ გამართულ შეხვედრაზე არანაირ ორპარტიულ შეთანხმებაზე არ ყოფილა საუბარი.
მისი თქმით, საუბარი იყო სტრატეგიულ ურთიერთობებზე კოალიციაში შემავალ პარტიებთან.
“პრემიერ-მინისტრმა ძალიან ვრცლად ისაუბრა ამ თემაზე. არანაირ ორპარტიულ შეთანხმებაზე არ ყოფილა საუბარი, საუბარი იყო სტრატეგიულ ურთიერთობებზე კოალიციაში შემავალ პარტიებთან. ჩვენ გვინდა, რომ არჩევნებზე გამოვიდეთ კოალიციურ რეჟიმში, თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ კოალიციაში შემავალ პარტიებს ქვეყნის განვითარების  სხვადასხვა მსოფლმხედველობა გააჩნიათ. რა თქმა უნდა, პოლიტსაბჭოზე გარკვეული საკითხი იქნება შესათანხმებელი”, – განაცხადა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები