“შეიძლება დაისვას თემატური უმრავლესობის საკითხი, ადრე ასეთი საკითხი “რესპუბლიკურმა პარტიამ” წამოსწია”

უმრავლესობის წევრის გია ვოლსკის განცხადებით, შესაძლოა, დაისვას თემატური უმრავლესობის საკითხი, რომელიც ადრე “რესპუბლიკურმა პარტიამ” წამოსწია.
“ინტენსიური პარტნიორობა არსებობს კოალიციის რეჟიმში. არსებობს კოალიციის ერთი სუბიექტი, რომელსაც უნდა, კიდევ დამატებით ორმხრივი შეთანხმება. ორმხრივი შეთანხმების პრაქტიკა “ქართულ ოცნებას” გააჩნია, მაგალითად, მომორანდუმი აქვს “სოციალ-დემოკრატიულ მოძრაობასთან”, თუმცა ეს, რასაკვირველია, სხვა ხარისხია, ეს არის პარლამენტს გარეთ მყოფი პოლიტიკური ძალა, პარლამენტში თავისი ლიდერით. არის მოსაზრება იმის შესახებ, რომ შევქმნათ საგანგებო რეჟიმი, შეიძლება დაისვას თემატური უმრავლესობის საკითხი, ადრე იყო ასეთი საკითხი “რესპუბლიკური პარტიის” მხრიდან წამოწეული. ყველა საკითხი გადაწყვეტილი იქნება კოალიციურ რეჟიმში,”- განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები