თინა ხიდაშელი ბაბუშერის აეროპორტში დაღუპულ მებრძოლებზე: სწორედ ასეთ გმირებზე დგას სახელმწიფო

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა აფხაზეთის ომის დროს გარდაცვლილი მეომრების პანაშვიდის დროს განცხადება გააკეთა. მისი განცხადებით, სწორედ ასეთ გმირებზე დგას დღეს სახელმწიფო და თუ მათ სამშობლოში ექნებათ საფლავები, ეს მნიშვნელოვანი იქნება როგორც ოჯახებისთვის, ასევე ქვეყნისთვის.
განცხადება ამის შესახებ მან სამების საკათედრო ტაძარში გააკეთა, სადაც ბაბუშერას აეროპორტში გარდაცვლილი მებრძოლების სამოქალქო პანაშვიდი მიმდინარეობს.
“მე ვფიქრობ, ძალიან სამწუხარო დღეა, რა თქმა უნდა, მაგრამ ამავე დროს მნიშვნელოვანია საქმე, რომელიც ჩვენმა ხელისუფლებამ დაიწყო. იცით, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, კიდევ მოხდება გადმოსვენება და ეს არის ყველაზე ბევრი, რაც დღეს შეუძლია ჩვენს ხელისუფლებას გაუკეთოს ამ ოჯახებს, რომ მათ შეეძლოთ, მივიდნენ თავიანთი შვილების საფლავებზე და არსებობდეს ის ადგილი, სადაც პატივს მიაგებენ საკუთარ გმირებს. სწორედ ამ გმირებზე დგას სახელმწიფო, მათ საფლავებზე და თუ სამშობლოში იქნება ეს საფლავები, გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი იქნება მათი ოჯახებისა და ქვეყნისთვის”, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები