დავით ლორთქიფანიძე სამთავრობო ცვლილებებს არ გამორიცხავს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით ლოთქიფანიძე სამთავრობო ცვლილებებს არ გამორიცხავს. როგორც ლორთქიფანიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მას თავისი მოსაზრებებიც აქვს ამ თემაზე, თუმცა დაკონკრეტებისგან თავი შეიკავა. დავით ლორთქიფანიძე კოალიციაში ცვლილებებს არ ელოდება და ფიქრობს, რომ “ქართული ოცნება” არჩევნებამდე კოალიციურ რეჟიმში მივა.
“ვფიქრობ, მთავრობაში ცვლილებები იქნება. ვიზიარებ პრემიერ-მინისტრის პოზიციას, რომ მას სჭირდებოდა პერიოდი და ცვლილებები სწორედ პრემიერის დისკრეციაში შედის”, – განაცხადა ლორთქიფანიძემ.
მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ თანამდებობებს დატოვებენ “რესპუბლიკური პარტიის” წევრი მინისტრები, ასევე – დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები