სოზარ სუბარი: მთავრობაში ცვლილებები არ იგეგმება

„არანაირი ცვლილებები არ იგეგმება და არანაირი ცვლილებები არ ხდება დღეს“, – განაცხადა ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა ჟურნალისტებთან საუბრისას, რომელიც მინისტრების შესაძლო შეცვლას ეხებოდა.
ამავდროულად, მინისტრმა მედიას კითხვის ფორმულირება დაუწუნა და მიმართა:
“არანაირი ცვლილებები არ იგეგმება და არანაირი ცვლილებები არ ხდება დღეს. ამაზე აქტიურად ლაპარაკობთ თქვენ და არა სხვა ვინმე. ეს არ ნიშნავს, რომ ცვლილებები არ მოხდება, არ იგეგმება, მაგრამ ცვლილებები ყოველთვის არის. თუმცა დღეს ეს ისეთი თემა არ არის, რომელიც ყოველთვის უნდა ვატრიალოთ, როცა მსგავსი არაფერი ხდება”, – განუცხადა ჟურნალისტებს სოზარ სუბარმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები