დავით უსუფაშვილი: “რესპუბლიკური პარტია” კოალიციაში რჩება სტრატეგიული პარტნიორობის რეჟიმში

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის და “რესპუბლიკური პარტიის” ლიდერის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, “რესპუბლიკური პარტია” კოალიცია “ქართულ ოცნებაში” სტრატეგიული პარტნიორობის რეჟიმში რჩება. განცხადება ამის შესახებ მან პრემიერთან შეხვედრისას გააკეთა.
შეგახსენებთ, რომ გუშინდელი შეხვედრა კვირიკაშვილის მიერ გავრცელებული საგანგებო განცხადებით შემდეგ დაიგეგმა. განცხადებაში ის თავდაცვის მინისტრს, თამარ ხიდაშელსა და კოალიციის წევრებს მოუწოდებდა, რომ ერთმანეთთან დაპირისპირებაში არ შესულიყვნენ. კვირიკაშვილის განმარტებით, დაუშვებელი იყო ჯარის ამ პროცესებში ჩართვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები