პრემიერ-მინისტრი საშუალო მეწარმეებს შეხვდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მცირე და საშუალო მეწარმეებთან შეხვედრას გამართავს.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, გიორგი კვირიკაშვილი ბიზნესმენებს გააცნობს სამთავრობო პროექტებს, ახალ ინიციატივებს და სამომავლო გეგმებს, მოისმენს მათ პრობლემებს და უპასუხებს შეკითხვებს.
ცნობისთვის, შეხვედრა ხვალ, 14.00 საათზე, საგამოფენო ცენტრ “ექსპო ჯორჯიაში” გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები