ხათუნა სამნიძე: ძალიან მალე ოპერატიული შეთანხმების დეტალები ცნობილი გახდება

დღეს დავიწყეთ საუბარი სამომავლოდ ორპარტიულ შეთანხმებასთან დაკავშირებით და ძალიან მალე ამ შეთანხმების დეტალები გახდება ცნობილი, – ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარემ, ხათუნა სამნიძემ პრემიერთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, შეხვედრაზე მხარეებმა „რესპუბლიკელებსა“ და „მრეწველებს“ შორის არსებულ დაპირისპირებაზე საკუთარი პოზიციები დააფიქსირეს.
“ამ კონკრეტულ შეხვედრაზე, სადაც კოალიციის ლიდერი, „ქართული ოცნების“ მომავალი თავმჯდომარე და „რესპუბლიკური პარტიის“ წევრები შევხვდით, საუბარი იყო იმ საკითხებზე, რასთან დაკავშირებითაც, დღეს შეკითხვები გაჩნდა. კონკრეტულად, თავად პრემიერის განცხადებაზე. ჩვენ გავცვალეთ აზრები, დავაფიქსირეთ ჩვენი პოზიციები. დღეს უკვე დავიწყეთ ასევე, საუბარი სამომავლოდ ორპარტიულ შეთანხმებასთან დაკავშირებით და ძალიან მალე ამ შეთანხმების დეტალები გახდება ცნობილი“, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.
პარტიის თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ „რესპუბლიკური პარტია“ „ქართულ ოცნებასთან“ სტრატეგიულ რეჟიმში თანამშრომლობას განაგრძობს.
შეგახსენებთ, რომ გიორგი კვირიკაშვილი “რესპუბლიკური პარტიის” წარმომადგენლებს თავდაცვის მინისტრისა და მისი თანაპარტიელების თხოვნის შემდეგ შეხვდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები