დავით უსუფაშვილი თინა ხიდაშელის მიერ თანამდებობის დატოვებას გამორიცხავს

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი თვლის, რომ თავდაცვის მინისტრის, თინა ხიდაშელის მიერ თანამდებობის დატოვება გამორიცხულია.
კითხვაზე – პრემიერთან დღევანდელი შეხვედრის შემდეგ ხომ არ არის მოსალოდნელი, თავდაცვის მინისტრმა თანამდებობა დატოვოს, უსუფაშვილმა უპასუხა, რომ ამ თემაზე შეხვედრაზე საუბარი არ ყოფილა.
„როცა პარტიებს შორის უფრო მჭიდრო თანამშრომლობაზეა საუბარი, როგორ შეიძლება, თავდცვის მინისტრის გადადგომაზეც ყოფილიყო საუბარი“, – აღნიშნა უსუფაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები