დავით უსუფაშვილი: “რესპუბლიკური პარტია” კოალიცია ”ქართულ ოცნებაში” რჩება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის ინფორმაციით, “რესპუბლიკური პარტია” კოალიცია ”ქართულ ოცნებაში” სტრატეგიული პარტნიორობის რეჟიმში რჩება.
აღნიშნულთან დაკავშირებით უსუფაშვილმა ჟურნალისტებს პრემიერთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა. მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერისა და “რესპუბლიკელების” შეხვედრა, რომელიც ერთი საათი მიმდინარეობდა, ამ წუთებში დასრულდა.
შეგახსენებთ, რომ შეხვედრა გიორგი კვირიკაშვილის მიერ დღეს გავრცელებული საგანგებო განცხადების შემდეგ, თავდაცვის მინისტრისა და მისი თანაპარტიელების თხოვნით გადაწყდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები