ზურაბ აბაშიძე: კოალიციიდან გამოსულ ნებისმიერ ძალას, გარდა “ქართული ოცნებისა”, ძალიან გაუჭირდება ბარიერის გადალახვა

კოალიციიდან გამოსულ ნებისმიერი პარტიას, გარდა პარტია “ქართული ოცნებისა”, ძალიან გაუჭირდება ბარიერის გადალახვაც კი, – ამის შესახებ “თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ აბაშიძემ განუცხადა.
აბაშიძის თქმით, “ქართულ ოცნებაში” შემავალი ყველა პოლიტიკური ძალა შეეცდება, რომ საპარლამენტო არჩევნებამდე კოალიციაში დარჩეს.
“ნამდვილად არ ვიცი კოალიციის შიგნით რა ხდება, გარდა იმისა, რასაც ვისმენთ და ვუყურებთ. მე იმაში ვარ დარწმუნებული, რომ კოალიციიდან გამოსულ ნებისმიერი პარტიას, გარდა პარტია “ქართული ოცნებისა”, ძალიან გაუჭირდება ბარიერის გადალახვაც კი.
აქედან გამომდინარე, ინტერესი კოალიციაში შემავალი პოლიტიკური ძალებისა იქნება ის, რომ დარჩნენ კოალიციის შიგნით. დამოუკიდებლად პრაქტიკულად გამორიუცხულია, რომ რომელიმე მათგანმა წარმატებას მიაღწიოს”, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები