ვიქტორ დოლიძე: “თავისუფალი დემოკრატები” არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებლად ვაპირებთ

“თავისუფალმა დემოკრატებმა” არაერთხელ განვაცხადეთ და ახლაც ვადასტურებთ, რომ ვაპირებთ მარტო გასვლას არჩევნებში, – ასე გამოეხმაურა “თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთი ლიდერი ვიქტორ დოლიძე პრემიერ-მინისტრის განცხადებას კოალიცია “ქართული ოცნებაში” დაპირისპირების შესახებ.
როგორც ვიქტორ დოლიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, “თავისუფალი დემოკრატები” არჩევნებში კოალიციის გარეშე მიიღებენ მონაწილეობას.
“თავისუფალმა დემოკრატებმა” არაერთხელ განვაცხადეთ და ახლაც ვადასტურებთ, რომ ვაპირებთ მარტო გასვლას არჩევნებში, არავისთან ვაპირებთ წინასაარჩევნოდ ალიანსებისა და კოალიციების კეთებას. ჩვენ ვაპირებთ გამარჯვებას, რაშიც დარწმუნებული ვართ. რაც შეეხება თანამშრომლობას ქვეყნის განვითარებასთან, სახელმწიფო მნიშვნელობის მქონე ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, ბუნებრივია, ნებისმიერ პოლიტიკურ ძალასთან, ვისაც ამის სურვილი და უნარი აქვს, ვითანამშრომლებთ”, – განაცახადა ვიქტორ დოლიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები