მანანა კობახიძე: პრემიერის განცხადება მიმართულია იქითკენ, რომ კოალიციაში დაპირისპირება ამოიწუროს

პრემიერ-მინისტრის განცხადების შინაარსი და მისი სულისკვეთება მთლიანად მიმართულია იქითკენ, რომ კოალიციაში დაპირისპირება ამოიწუროს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, მანანა კობახიძემ პრემიერის განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომელიც “ქართულ ოცნებაში” დაპირისპირებას ეხებოდა.
როგორც კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, კოალიცია და მისი წევრები ორიენტირებულები უნდა იყვნენ მოსახლეობის პრობლემების გადაჭრაზე.
“პრემიერ- მინისტრის განცხადების შინაარსი და მისი სულისკვეთება მთლიანად მიმართულია იქითკენ, რომ კოალიციაში დაპირისპირება ამოიწუროს, კი არ გაღრმავდეს, არამედ წერტილი დაესვას. კოალიცია და მისი წევრები, ისევე როგორც მთავრობის წევრები, მინისტრები, პარლამენტარები და ნებისმიერი ფრაქცია უნდა იყოს ორიენტირებული საქმის კეთებაზე, იმ პრობლემების გადაჭრაზე, რომელიც ჩვენი ქვეყნის და მოქალაქეების წინაშეა. ყოველგვარი პირადული დაპირისპირებები უნდა აღმოიფხვრას. თუკი ნებისმიერი კითხვა დაისმება, ეს კოალიციის შიგნით უნდა იყოს განხილული და არა ასე საჯაროდ. პრემიერმა ყველას მოუწოდა საკუთარი პასუხისმგებლობის კარგად გააზრებისკენ”, – განაცხადა მანანა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები