შს მინისტრის მოადგილემ მაღალმთიან რეგიონში მრავალშვილიან დედებს საჩუქრები გადასცა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე მერაბ მალანია და შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორი ზვიად ქაწაშვილი, სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ ფხელშეში სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან დედებს ეწვივნენ. შს სამინისტროს ინფორმაციით, უწყების წარმომადგენლებმა მანდილოსნებს დედის დღე მიულოცეს და საჩუქრად საყოფაცხოვრებო ნივთები, სურსათი და ყვავილები გადასცეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები