გიორგი კვირიკაშვილი: დაუშვებელია, რომ ჩვენთვის საამაყო ჯარისკაცები და ოფიცრები პოლიტიკაში აღმოჩნდნენ ჩართულნი

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი კოალიცია “ქართულ ოცნებაში” არსებულ დაპირისპირებაში თავდაცვის მინისტრ თინა ხიდაშელის ჩართვას მიუღებელს უწოდებს.
პრემიერის თქმით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ყველაფერი გაკეთდეს იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იქნას ჯარის პოლიტიკური პროცესებისგან მაქსიმალური დისტანცირება.
გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, დაუშვებელია, რომ ჯარისკაცები და ოფიცრები პოლიტიკაში აღმოჩნდნენ ჩართულნი.
“რამდენიმე დღის წინ გავაკეთე პოლიტიკური განცხადება იმის შესახებ, რომ კოალიციის წევრების მხრიდან თავდაცვის მინისტრის მისამართით ამ ტიპის საჯარო ბრალდებები მიუღებელია და დღესაც ამ აზრზე ვრჩები. თუმცა, ამავე დროს, მინდა განვაცხადო, რომ თავდაცვის მინისტრი, პირველ რიგში, მთავრობის წევრია და მხოლოდ ამის შემდეგ არის საკუთარი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი. სწორედ მისი სტატუსიდან გამომდინარე, ვფიქრობ, მიუღებელია მისი მხრიდან მსგავს დაპირისპირებაში ჩართვა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ უზრუნვეყოფილი იქნას ჩვენი ჯარის პოლიტიკური პროცესებისგან მაქსიმალური დისტანცირება. დაუშვებელია, რომ ჩვენთვის საამაყო ჯარისკაცები და ოფიცრები პოლიტიკაში აღმოჩნდნენ ჩართულნი“,- ნათქვამი პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებაშია, რომელსაც მთავრობის მეთაური კოალიცია “ქართულ ოცნებაში” არსებულ დაპირისპირებასთან დაკავშირებით ავრცელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები