“გავაგრძელებთ მუშაობას, რომ ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით პოლიტიკური მხარდაჭერა ძალიან მალე მივიღოთ“
გავაგრძელებთ მუშაობას, რომ ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით პოლიტიკური მხარდაჭერა ძალიან მალე მივიღოთ, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ჟურნალისტებს ბრიუსელში განუცხადა.
“ვიზალიბერალიზაცია არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი ჩვენი დღის წესრიგში. ველოდებით, რომ ძალიან მალე მოხდება საკანონმდებლო ცვლილების წარდგენა საბჭოსა და პარლამენტში. გავაგრძელებთ მუშაობას ჩვენს პარტნიორებთან, რათა პოლიტიკური მხარდაჭერა და გადაწყვეტილება იყოს მიღებული ძალიან მალე”, – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.