მანანა კობახიძე: თუ აღმოჩნდება, რომ საჭირო აღარ ვარ, საქმიანობას პროფესიით განვაგრძობ
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, მანანა კობახიძის განცხადებით, კონკრეტულ შემთხვევაში თუ ის საჭირო აღარ იქნება, საქმიანობას საკუთარი პროფესიით გააგრძელებს. როგორც კობახიძემ “2030”-ის პირდაპირ ეთერში აღნიშნა, პარლამენტში ყოფნა, მისთვის იდეაფიქსი არ არის.
“კონკრეტულ დროს, როცა გუნდში საჭირო გავხდი, სხვებთან ერთად, რისკის ფასად საერთო საქმეში მცირედი წვლილი შევიტანე. თუ ისევ საჭირო აღმოვჩნდები, საქმის საკეთებლად მთელ ჩემს რესურს ისევ გამოვიყენებ. ხოლო თუ აღმოჩნდება, რომ კონკრეტულ შემთხვევაში საჭირო აღარ ვარ, საქმიანობას პროფესიით განვაგრძობ. ამ მხრივ, პრობლემას ვერ ვხედავ, რადგან ჩემთვის პარლამენტში ყოფნა იდეაფიქსი არ არის”, – განაცხადა მანანა კობახიძემ.