მანანა კობახიძე: კოალიციის წევრებს შორის ურთიერთდაპირისპირება ცხელ გულზე დაიწყო

 “რესპუბლიკელებსა” და “მრეწველებს” შორის დაპირისპირება კოალიციას ნამდვილად აზარალებს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ მანანა კობახიძემ გადაცემა “2030”-ის პირდაპირ ეთერში განაცხადა.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, კოალიციას მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები აქვს მისაღები და ასეთ მოცემულობაში, არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე, გუნდის გახლეჩვა არა მხოლოდ ხელისუფლებას, არამედ სახელმწიფო ინტერესებს აზარალებს.
“კოალიციის წევრებს შორის ურთიერთდაპირისპირება ცხელ გულზე დაიწყო და შემდეგ, უკან არავინ აღარ დაიხია. ასეთი ტიპის რყევები გუნდს აზარალებს და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რათა ურთიერთდაპირისპირება დამთავრდეს”, – განაცხადა მანანა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები