მარიხუანის დეკრიმინალიზაციის საკითხს პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა

მარიხუანის დეკრიმინალიზაციის საკითხს პარლამენტმა პირველი მოსმენისას მხარი არ დაუჭირა. პლენარულ სხდომაზე კენჭისყრის დროს დეპუტატ გოგა ხაჩიძის ინიციატივას 47-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ხოლო წინააღმდეგი 21 დეპუტატი წავიდა.
დეპუტატ გოგა ხაჩიძის კანონპროექტის მიხედვით, კანაფის, კანაფის ექსტრატის და ნაყენის, ასევე გამომშრალი/ნედლი მარიხუანის გასაღების მიზნის გარეშე, მცირე ოდენობით უკანონო შეძენა ან შენახვა ან ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან თავისუფლდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები