რადიო „თავისუფლება“ – ევროკავშირმა უვიზო რეჟიმი შესაძლოა, მხოლოდ საქართველოს დაუწესოს

ევროკომისიამ უვიზო რეჟიმი შესაძლოა, მხოლოდ საქართველოს დაუწესოს, ხოლო უკრაინისთვის ანალოგიური გადაწყვეტილება გადადოს. ამის შესახებ რადიო „თავისუფლება“ იუწყება.
შეგახსენებთ, 2015 წლის დეკემბერში ევროკომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის გამარტივების ინიციატივით 2016 წლის დასაწყისში ევროპარლამენტს მიმართავს.
როგორც „თავისუფლებას“ ევროკავშირის მაღალი თანამდებობის პირმა განუცხადა, საქართველოს და უკრაინის საკითხი შესაძლოა, ცალ-ცალკე გადაწყდეს. ოფიციალური პირის ინფორმაციით, აპრილში ნიდერლანდებში რეფერენდუმი უნდა გაიმართოს უკრაინასთან ასოცირების შეთანხმების გაფორმების მიზანშეწონილობის საკითხზე, რაც ამ ქვეყნისთვის ვიზების გამარტივების გადაწყვეტილებაზე შეიძლება ნეგატიურად აისახოს. საქართველოსა და უკრაინისთვის უვიზო მიმოსვლის საკითხს ევროკავშირის 28 წევრი ქვეყნის პარლამენტებმა უნდა დაუჭირონ მხარი. ამ შემთხვევაში ის ძალაში შევა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები