“ევროპარლამენტი საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის ქვეყნებში უვიზოდ მიმოსვლაზე საბოლოო დოკუმენტს ხვალ გამოაქვეყნებს”

“ხვალ ბრიუსელი უვიზო მიმოსვლის ეფექტურად ძალაში შესასვლელად, საბოლოოდ, ოფიციალურად გამოაქვეყნებს შეთავაზებულ სამართლებრივ ინსტრუმენტს მხოლოდ საქართველოსთვის“, – ამის შესახებ ინფორმაციას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზვიად კვაჭანტირაძე საქართველოს მოსახლეობას ბრიუსელიდან აწვდის.
როგორც ის წერს, ხვალ ევროპარლამენტარები საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის შეთანხმების ქვეყნებში უვიზოდ მიმოსვლის შესახებ საბოლოო დოკუმენტს მიიღებენ.
„მეგობრებო, როგორც ევროკავშირთან საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის თავმჯდომარე, ვარ ძალიან ბედნიერი, რომ დღეს მეძლევა საშუალება, წინასწარ გაგიზიაროთ, ახლახან ბრიუსელიდან, ჩვენი მეგობარი ევროპარლამენტარებისგან მიღებული ძალიან სასიხარულო ინფორმაცია.
ხვალ, ბრიუსელი უვიზო მიმოსვლის ეფექტურად ძალაში შესასვლელად, საბოლოოდ, ოფიციალურად გამოაქვეყნებს შეთავაზებულ სამართლებრივ ინსტრუმენტს მხოლოდ საქართველოსთვის!!!
ეს არის საბოლოო გადაწყვეტილება, ბოლო ნაბიჯი ევროკავშირის მხრიდან, საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის შეთანხმების ქვეყნებში უვიზოდ მიმოსვლის ეფექტურად ძალაში შესაყვანად. გილოცავთ ყველას და მადლობა ყველას, ვინც, მიუხედავად დიდი წინააღმდეგობებისა შინ და გარეთ, ამ დიდ ბრძოლაში ეს დიდი გამარჯვება მოგვაპოვებინა.
დარწმუნებულნი იყავით, ეს გამარჯვება უდიდეს სიკეთეებს მოუტანს ჩვენს ხალხს და ჩვენს ქვეყანას!“ – წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ზვიად კვაჭანტირაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები