როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

გარემოს ეროვნული სააგენტო საქართველოში მოსალოდნელი ამინდის პროგნოზის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს. სააგენტოს ინფორმაციით, 29 თებერვალს საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა +15, +20 გრადუსი იქნება.
“1–3 მარტს დასავლეთ საქართველოში შენარჩუნდება თბილი და უნალექო ამინდი. ზოგგან იქროლებს აღმოსავლეთის ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა +23, +28 იქნება. აღმოსვლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლებელია მცირე წვიმა. ჰაერის ტემპერატურა +16, +21 გრადუსია მოსალოდნელი. 4 მარტიდან საქართველოს ზოგიერთ რაიონში გაწვიმდება, დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები