საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა 27 თებერვალს დაინიშნა

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭო 27 თებერვალს სხდომას გამართავს. საბჭოს აპარატის ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტის მოწვევით ჩანიშნული სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულია საქართველოს სამხედრო ძალების სტრუქტურასთან დაკავშირებული საკითხის განხილვა.
“სხდომის მომხსენებლები იქნებიან: საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი; საქართველოს გენერალური შტაბის უფროსი ვახტანგ კაპანაძე.
“ეროვნული უშიშროების საბჭოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის “ვ” ქვეპუნქტის თანახმად, ეროვნული უშიშროების საბჭო საქართველოს პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლებამოსილების ფარგლებში განიხილავს სამხედრო ძალების სტრუქტურას და დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს პრეზიდენტს. საქართველოს კონსტიტუციის 98-ე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, სამხედრო ძალების სტრუქტურას ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.
ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაში მონაწილეობის მისაღებად მოწვეულნი არიან საბჭოს მუდმივი წევრები”, – აცხადებენ უშიშროების საბჭოში.
ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა პრეზიდენტის რეზიდენციაში გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები