გიორგი მარგველაშვილი უზენაესი სასამართლოს წევრობის კანდიდატს დაასახელებს
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი უზენაესი სასამართლოს წევრობის კანდიდატს დღეს დაასახელებს. როგორც “კვირას” პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განუცხადეს, გიორგი მარგველაშვილი კანდიდატს 15:00 საათზე წარადგენს.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული კანდიდატი უზენაეს სასამართლოში ლევან მურუსიძეს შეცვლის, რომელიც ცოტა ხნის წინ სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარედ დაინიშნა.