გიორგი მარგველაშვილი: ბრძოლა გრძელდება და ამ ბრძოლას ყველა ერთად მოვიგებთ

„ბრძოლა დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისკენ გრძელდება და ამ ბრძოლას ყველა ერთად მოვიგებთ, – აღნიშნული განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით გააკეთა.
ქვეყნის პირველმა პირმა უშიშროების საბჭოს მდივანთან და პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან, მრჩევლებთან და თავდაცვის მინისტრთან ერთად იუნკერთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.
“95 წლის წინ ჩვენმა წინაპრებმა დაიწყეს ბრძოლა ქვეყნის გასათავისუფლებლად საბჭოთა იმპერიისგან. 70 წლის შემდეგ ჩვენმა თაობამ შეძლო ამ ბრძოლის მოგება და დამოუკიდებელი საქართველოს შექმნა. დღეს ბრძოლა დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისკენ გრძელდება და ამ ბრძოლას ყველა ერთად მოვიგებთ”, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები