დონალდ ტრამპმა „რესპუბლიკელებს“ შორის წინასწარ არჩევნებში მესამე გამარჯვებას მიაღწია
აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა „რესპუბლიკური პარტიიდან“ დონალდ ტრამპმა ნევადის წინასწარ არჩევნებში გამარჯვებას მიაღწია. მან ხმების 45% მიიღო და კონკურენტს 20 %-ით გაასწრო.
„სი-ენ-ენის“ ცნობით, ტრამპმა უკვე გამოაცხადა საკუთარი თავი წინასწარი არჩევნების გამარჯვებულად. მან ხმების 45% მიიღო, მეორე ადგილზეა მარკო რუბიო გავიდა 24,3%-ით, ხოლო სენატორმა ტედ კრუზმა 21%-ზე ნაკლები მიიღო.
„ეს გასაოცარი ღამეა! ჩვენ ევანგელისტებს შორის გავიმარჯვეთ, ჩვენ გავიმარჯვეთ მაღალგანათლებულ ადამიანებს შორის, და ასევე გავიმარჯვეთ ნაკლებად განათლებულ ადამიანებს შორის“, – განაცხადა ტრამპმა.
ნევადამდე დონალდ ტრამპმა ორ შტატში – სამხრეთ კაროლინასა და ნიუ-ჰემფშირში გაიმარჯვა. აიოვაში გამართულ წინასწარ არჩევნებში კი მას ტედ კრუზმა გაასწრო.