ტიმოშენკო – სააკაშვილს შეუძლია, პოროშენკოს ვადამდელი არჩევნები დაანიშნინოს

ოდესის საოლქო ადმინისტარციის ხელმძღვანელს, მიხეილ სააკაშვილს შეუძლია, უკრაინის პრეზიდენტს – პეტრო პოროშენკოს ვადამდელი არჩევნები დაანიშნინოს. ამის შესახებ „უკრაინა-112“-ის ეთერში პარტია „ბატკივშინას“ ლიდერმა და უკრაინის პარლამენტის წევრმა, იულია ტრიმოშენკომ განაცხადა.
„სააკაშვილი და პოროშენკო – ერთი გუნდის წევრები არიან. სააკაშვილს აქვს ყველა შესაძლებლობა, დაარწმუნოს პეტრო პოროშენკო, რომ მან უმაღლესი რადის რიგგარეშე სხდომა მოიწვიოს და კონსტიტუციური უფლებამოსილების გამოყენებით 26 დღეში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დანიშნოს. ამ ყველაფრისთვის 60 დღეა საჭირო. ამ შემთხვევაში უკვე ორ თვეში ჩვენ გვეყოლება პარლამენტი, რომელშიც სამოქალაქო საზოგადოების მეტი წევრი იქნება და პროევროპული პარტიები იქნება წარმოდგენილი“, – განაცხადა ტიმოშენკომ.
მისი თქმით, ვადამდელი არჩევნების შემთხვევაში სააკაშვილი და პოროშენკო მასში ერთიანი გუნდით მიიღებენ მონაწილეობას. რამდენიმე დღის წინ ოდესის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ უკრაინის პოლიტიკური კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალი ვადამდელი არჩევნების ჩატარებაა. ამასთანავე, პრეზიდენტმა პეტრო პორშენკომ განაცხადა, რომ ის ვადამდელი არჩევნების წინააღმდეგია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები