მანანა კობახიძე: იუსტიციის საბჭოს გადაწყვეტილებებში პარლამენტი ვერ ჩაერევა
საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის, მანანა კობახიძის განცხადებით, იუსტიციის საბჭო არის დამოუკიდებელი ორგანო და საბჭოს გადაწყვეტილებებში პარლამენტი ვერ ჩაერევა.
როგორც კობახიძემ განმარტა, მოსამართლეთა კორპუსში და თვითონ იუსტიციის საბჭოში უნდა გამოინახოს რესურსი, რომ ყველა პრობლემა, რაც სასამართლოს შიგნით არის, ამოწურონ შიგნით.
“იუსტიციის საბჭო არის დამოუკიდებელი ორგანო, ის იღებს დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს, პარლამენტი ნამდვილად ვერ ჩაერევა ამ გადაწყვეტილებაში. მიუხედავად იმისა, მოგვწონს თუ არა, უნდა გამოინახოს რესურსი, მოსამართლეთა კორპუსში და თვითონ იუსტიციის საბჭოში, რომ ყველა პრობლემა, რაც სასამართლოს შიგნით არის და რაც არ უკავშრდება საკანონმდებლო ცვლილებას, ამოწურონ შიგნით. თუ რაიმე ცვლილების საჭიროებას ხედავენ, ჩვენ მზად ვართ, ყოველთვის ნებისმიერ დროს ამ თემაზე ვიმუშაოთ”,- განაცხადა კობახიძემ.